მე, როგორც საქართველოს რიგითი მოქალაქე, მხარს ვუჭერ ლგბტ ადამიანების მოძრაობას და ვთვლი, რომ ნებისმიერი ადამიანი მისი სქესის, ორიენტაციის, რასის, დაბადების ადგილის, რწმენის, თავისი გვარის, მამის, მამის ძმაკაცების თანამდებეობების და თავისი გაგებისა და მეობის მიუხედავად თანასწორია კანონის წინაშე და ყველას უნდა გქონდეს საკუთარი აზრის გამოხატვის თავისუფლება. read more »
უნივერსიტეტში სიარულის გარდა, ძალიან ბევრ რამეს მივედ-მოვედები. იმდენად ბევრს, რომ ნორმალურად ვერც ერთს ვასწრებ.
პატარა სიასავით:
ვსწავლობ HTML/XHTML ონლაინ კურსებით, რომ დავამთავრებ, ვაპირებ გადავიდე სხვა კურსებზე, php, CSS, photoshop;
ვსწავლობ Phyton-ს სხვა საიტის უფასო ონლაინ კურსებით, ამ კურსის გარდა ჩართული ვარ კიდევ სხვა 3 ონლაინ კურსში, მაგრამ მათთვის ფიზიკურად აღარ მრჩება დრო;
ინტენსიურად ვუყურებ ფილმებს, სერიალებს;
ვცდილობ, ვწერო 3 სხვადასხვა ბლოგზე;
ვცდილობ, ვიკითხო გასართობ ლიტერატურა, ბოლო წიგნის კითხვა დავიწყე რამდენიმე თვის წინ და კიდევ არ დამიმთავრებია;
ვკითხულობ ფსიქოლოგიის რაღაც წიგნს;
ყოველდღიურად ვეცნობი ახალ ამბებს – საქართველოში მიმდინარე მოვლენები + ციფრულსამყაროში სიახლეები;
დღეს დავიწყე iTune-სით სხვადასხვა უნივერსიტეტების უფასო ლექციების მოსმენა 3 სხვადასხვა საკითხზე ერთდროულად: კინო ინდუსტრია, პოლიტიკა, ალბათობა. (კსტაწი, ძალიან მაგარი რამეა)
ბოლო ერთ კვირაში ვუყურე ორ შედარებით ახალ ქართულ ფილმს: სვანი და გაღმა ნაპირი.
არც ერთი მომეწონა.
სვანი – კინოში არაფერი ვარგოდა. ძალიან, ძალიან მოვინდომებ და მესამეხარისხოვანი მსახიობი ონისე ონიანის თამაში იყო ყველაზე კარგი რამე კინოში. დანარჩენი (შინაარსი, მსახიობებეის თამაში, კამერა, რეჟისურა, დინამიურობა, აქტუალურობა) ძალიან ცუდი იყო. ყველაზე სასაცილო ფაქტი კინოში ისაა, რომ პერსონაჟები კეთილებად და ბოროტებადაა დაყოფილი, როგორც ლათინურ სერიალებში.
გაღმა ნაპირი – სვანთან შედარებით ნორმალური ფილმია, უბრალოდ მეტს მოველოდი გაცილებით, რამდენიმე ადამიანმა შეაქო. საერთაშორისო დონეზე რაღაცა წარმატებებს მიაღწია თუ არ ვდდები, მაგრამ ყველაზე მეტად იგებს თემიდან გამომდინარე, პატარა ღარიბი ბავშვი მიდის აფხაზეთში. მტკივნეული თემაა რა.
ბოლო დროს ყველაზე კარგ ქართულ ფილმს რაც ვუყურე არის რენე მიდის ჰოლივუდში.
Facebook მაგარია და რამე. მაგრამ ერთი ფენომენის შესახებ მინდა, დავწერო, რომელიც შეიძლება, სულაცა არაა ქართული, მაგრამ უცხოურ ინტერნეტ სივრცეში ვერ შევნიშნე ჯერჯერობით.
ზოგადად მონიტორის უკან მჯდომი ადამიანის ქცევა განსხვავდება ადამიანის ჩვეულებრივი ქცევისგან. კომპიუტერთან ნაკლებად იგრძნობა ის საზოგადოებრივი წნეხი, რომელსაც ყოველდღიურობაში ხალხში ყოფნისას ვგრძნობთ. თითქოს ნაკლებად მოგვეთხოვება ეთიკა, შეგვიძლია, ხმამაღლა დავაფიქსიროთ ჩვენი აზრები თემებზე, ვიგინოთ, ვიფურთხოთ, ვიუზრდელოთ და ამ დროს უცნაურ მზერები ნაკლებად შემაწუხებელია. იყო დრო წლების წინ, როდესაც ინტერნეტში ადამიანის იდენტობის საიდუმლოდ შენარჩუნება მარტივი იყო. მეტიც – არავის აინტერესებდა, ვინ იყავი, არავის აინტერესებდა, რას ფიქრობდი, გთავაზობდნენ კონტენტეს, შენ კი ზოგ შემთხვევებში დატოვებდი კომენტარს შენივე მოგონილი სახელით, ან მირკში შეძვრებოდი “მინდა_ნაშა_და_ანაშა” ნიკით და მაიმუნობდი. read more »
თითქმის ყოველ დღე სახლიდან უნივერსიტეტში მიმავალ გზაზე მხვდებ(ოდ)ა ძალიან საინტერესო გრაფიტი, პატარა ბიჭი გაზის მასკით და წარწერით “If at first you don’t succeed – call an airstrike”. კარგად შესრულებული გრაფიტია გამოსაჩენ ადგილას, მაგრამ არასდროს დავინტერესებულვარ წარმომავლობით, გრაფიტი იყო რა. რამდენიმე დღის წინ კი მეგობრის მიერ Facebook-ზე დაშეარებული ლინკით გავარკვიე, რომ ეს იყო ცნობილი გრაფიტი არტისტის Banksyს ნამუშევარი. read more »
Facebook აღარ მომწონს. დღეს შევამჩნიე ეს. შევდივარ, ვათვალიერებ news feed-ს, რამე საინტერესოს დავაკომენტარებ, დავალაიქებ, მაგრამ ეს ყველაფერი უფრო ჩვევაში გადასული თვისებებია. მაგრამ ის თავდაპირველი „სიყვარული“ გაქრა, პერიოდი, როცა აღტაცებული ხარ რაღაცით, გისწორდება მოხმარება. თან ვერც ანებებ თავს, ყველასთან გამიწყდება კონტაქტი, ფეისბუქს რომ შევეშვა. ახალი მობილური რომ თავის ხიბლს დაკარგავს, ეგრეა, ბოლოს უკვე რომ გაღიზიანებს და სახლში მისვლისას მაგიდაზე მოისვრი, ნაზად დადების ნაცვლად, მაგრამ სულ დაათრევ, გჭირდება ადამიანებთან კონტაქტი. read more »
2 კვირაა რეჟიმში ვარ (რაც ახალი სასწავლო მოდული დაიწყო), დილით 8ზე ადგომები, 11-ზე დაძინებები, თან ვსწავლობ და რამე. ყოველ დღე უნივერსიტეტში ვარ, შაბათ-კვირის ჩათვლით, სახლში მივდივარ ვმეცადინეობ. საქმე იმაშია, რომ წინა მოდულებში საბოლოო ნიშნები ნორმალური გამომივიდა, მიუხედავად სიზარმაცისა. ეხლა ვნახოთ ამ მოდულში რა ნიშანი გამომივა. თუ დიდი განსხვავება არ იქნება წინა სემესტრის ნიშნებისგან საბოლოოდ ხელს ჩავიქნევ მგონი. read more »
ზოგადად ქართულ სახელისუფლებო დაწესებულებებს მარკეტინგული დეპარტამენტები ცუდად მუშაობენ. არ ვიცი, ჰყავთ თუ არა ესე კონკრეტული მარკეტინგული დეპარტამენტები ამ დაწესებულებებში, მაგრამ ნათლად ვხედავთ მათ გაბრენდებას (ან გაბრენდების მცდელობას) საქართველოს ყოველდღიურ ცხოვრებაში. შინაგან საქმეთა სამინისტროს საკმაოდ ძლიერი რეპუტაცია აქვს საზოგადოების თვალში, მაგრამ ეს სრულიად ამ სამინისტროს და მისი მინისტრის მუშაობის და საქმიანობის დამსახურებაა და არანაირად მისი გამპიარებლების. ჯერ მარტო მათი ჰიმნები და კლიპები, პირდაპირ ვთქვათ, გოიმობა იყო და ხალხში უფრო მეტად ირონია გამოიწვია ვიდრე რამე სხვა. არადა სწორი მარკეტინგული ღონისძიებების გატარებით ამ სამინისტროს აქვს პოტენციალი, მისი რეპუტაცია რამდენჯერმე გაიზარდოს. მათ ფეისბუქის გვერდის ლაიქებიც საკმაოდ მცირეა ამ დროისათვის. მაქვს როგორც მარკეტოლოგს პროფესიული რჩევა ამ სამინისტროს მარკეტინგული სამსახურის თუ პირის მიმართ, ჩაატარონ მსგავსი აქცია:
მხოლოდ გაზაფხულზე და მხოლოდ ახალგაზრდებისათვის. უნიკალური შემოთავაზება შინაგან საქმეთა სამინისტროსგან! გაწუხებთ მოზღვავებული ენერგია გაზაფხულის მოსვლასთან დაკავშირებით? არ გყავთ სექსუალური პარტნიორი და არ იცით, რას მოახმაროთ თქვენი ძალები? გალახეთ 2-ის ნაცვლად 4 ადამიანი საქართველოს მთავრობის ქება-დიდების სანაცვლოდ და დამატებით სუვენირის სახით მიიღეთ პატრულის გაფრთხილება (ჩარჩოში ჩასმული). მხოლოდ ამ აქციასთან დაკავშირებით პატრულის რეაგირება დარეკვის შემდეგ გაიზრდება 30 წუთამდე, რათა თქვენ სიამოვნების მეტი დრო გქონდეთ. ყოველი მე-100 მოჩხუბართა ბანდა პატრულისგან საჩუქრად მიიღებს ტყავის კურტკებს, ნაციონალების წითელ ქუდებს ციფრით 5 და სიმბოლურ პლასტმასის “კასტეტებს”. ეს ყველაფერი საკმაოდ დაბალ ფასად: გიყვარდეთ ან მოჩვენებით გიყვარდეთ ნაციონალური მოძრაობა, ყველა ხერხით გაამართლეთ მათი გადაწყვეტილებები; გააკრიტიკეთ ოპოზიცია, განსაკუთრებით კი ბიძინაჩემი; იაქტიურეთ ინტერნეტ სივრცეში, განსაკუთრებით facebook-სა და ფორუმზე, ასევე სხვადასხვა საინფორმაციო გვერდებზე კომენტარებში; დაალაიქეთ და დააშეარეთ Facebook-ზე მინისტრების და სამინისტროების page-ები; შექმენით მინიმუმ 10 fake ფეისბუქ პროფილი. ყოველ დამატებით fake პროფილის შექმნაზე შეგიძლიათ დამატებითი “ცუდი სიტყვა” მიაძახოთ თქვენს მსხვერპლებს ჩხუბის დაწყების წინ ან თავად ჩხუბის განმავლობაში. დამატებით ინსტრუქციებს მოგაწვდით აქციის დაწყებისას. თქვენს მიერ დაკავშირება საჭირო არ არის, ჩვენ თავად გიპოვნით.
სასურველია გალახოთ ისეთი ტიპები, პატრონი (ე.წ. კრიშა) რომ არ ჰყავთ.
ახალგაზრდული ასაკი განისაზღვრება თქვენს მიერ შესხმული ხოტბის სიძლიერის მიხედვით.
გვსურს, აქციას მივცეთ ტრადიციის სახე. ალბათ, გახსოვთ, მსგავსი შემთხვევები 2011 წლის გაზაფხულზე. მოსალოდნელია 2013შიც.
დასასრულისთვის ვიძიუ მილიციაზე, რუსულია და ყველაფერი ქართულ სინამდვილეს არ შეესაბამება, მაგრამ თემატურია და საქართველოში ესეთი კაი ტიპები არ გვყავს, ან გვყავს და მე არ ვიცი.
შევეხები ჯერ ბოლომდე არ დაღეჭილ თემა მარიხუანას. თემა ძალიან ზოგადია და სიღრმეებში არ/ვერ შევალ, უბრალოდ შევეცდები ჩემი დამოკიდებულება გამოვხატო.
“If the government legalized weed, crime rate would go down. People would just wanna chill” – მგონი Snoop Dogg
“Marijuana kills people? False. If you die while stoned, you are an idiot” - 9GAG
რამდენიმე წელია ვამტკიცებ, რომ მარიხუანას ლეგალიზაცია უნდა მოხდეს. ვამტკიცებდი თბილისში, ვამტკიცებ კალიფორნიაშიც (კონსერვატორებს შორის), სადაც დეკრიმინალიზებულია მოსაწევი.